Thumbnail

Blizzard-ის ახალი აპლიკაცია eSports-ის მოყვარულთათვის

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Blizzard-ის ახალი აპლიკაცია eSports-ის მოყვარულებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის
  • ამერიკული კომპანია სხვა სიახლეების გამხელას Blizzcon-ზე გეგმავს
  • ახალი აპლიკაცია, ჯერჯერობით, Overwatch-ის ლიგის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს

კომპანია Blizzard-ს ელექტრონულ სპორტში საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია აქვს ჩადებული. StarCraft 2-დან და Overwatch-დან მიღებული დადებითი გამოცდილების შემდეგ, მათ eSports ენთუზიასტებს მორიგი საჩუქარი გაუკეთეს - აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ფანები სიახლეების გაგებას და ტურნირების ყურებას მოახერხებენ.

Blizzard-ის Esports აპლიკაციის გადმოწერა უკვე შესაძლებელია და ამის გაკეთება როგორც IOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებს შეუძლიათ.

იმ ხალხისთვის, ვისაც სპორტი ისედაც უყვარს და NBA-ს, MLB-ს, თუ სხვა სპორტული ტურნირების აპლიკაციებს ხშირად იყენებს, სიახლე კარგად ნაცნობი და ადვილი ასათვისებელი იქნება.

Blizzard Esports App ამ ეტაპზე შემდეგ თამაშებზეა ორიენტირებული - Hearthstone, Heroes of the Storm, Starcraft/Starcraft 2 და World of Warcraft.

საგულისხმოა, რომ ჯერჯერობით ვერ ვიხილავთ სიახლეებს Overwatch-ის შესახებ, თუმცა Overwatch League-ს მომდევნო სეზონის დაწყებამდე, აპლიკაციას ეს ფუნქციაც დაემატება.

აპლიკაციის შესახებ განცხადება, Blizzard-ის ყოველწლიური მასშტაბურ ღოსნძიების, Blizzcon-ის დაწყებამდე გავრცელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები