Thumbnail

ზლატანისთვის შეუძლებელი არაფერია - ცეკვა, მწნილის ქილა და კარდაშიანები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯეიმს კორდენს ღამის შოუში სტუმრად ეწვია
  • ზლატანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ლოს ანჯელეს გალაქსი MLS-ის პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის, იბრაჰიმოვიჩის გუნდი რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ჰიუსტონ დინამოს შეხვდება და იმ შემთხვევაში თუ მატჩს არ წააგებს, პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მატჩამდე 4 დღით ადრე, ზლატანი ჯეიმს კორდენმა ღამის შოუში სტუმრად მიიწვია. გადაცემის წამყვანმა ზლატანს უთხრა, რომ მათ სურდათ დაედგინათ, რამდენად ნიჭიერია ზლატანი და ამისთვის მას რამდენიმე გამოწვევა მოუმზადეს - გამოწვევას კი 'შეძლებს ზლატანი?' დაარქვეს.

ჯეიმს კორდენი: შეძლებს ზლატანი სამივე კარდაშიანის სახელის გახსენებას?

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: კიმი, ლუ და კენდალი.

პირველი გამოწვევის დაძლევის შემდეგ, ზლატანს წამყვანმა მწნილის ქილის გახსნა სთხოვა, შვედმა ეს გამოწვევაც მარტივად გადალახა, რის შემდეგაც ზლატანს ფლოსის ცეკვა დაევალა.

იბრაჰიმოვიჩმა ეს დავალებაც მარტივად შეასრულა - ცეკვა, რომელიც კომპიუტერული თამაშის ფორთნაითის გამო ბავშვებში ძალიან პოპულარულია, ზლატანმა უნაკლოდ იცეკვა.

ბოლო დავალება კი პირის ზეფირით გავსება და საკუთარი სახელის თქმა იყო, ზლატანმა ეს დავალებაც უპრობლემოდ გადაჭრა, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ზლატანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

ზლატანის ცეკვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები