Thumbnail
  • 📅 კვირა | ⌚ 19:15 | ⚽ ბარსელონა V რეალი
  • ხულიენ ლოპეტეგის პირველი და უკანასკნელი კლასიკო?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როცა მსოფლიოს უმთავრეს საკლუბო დაპირისპირებაზე ლაპარაკს იწყებდნენ, პირველ რიგში ყველა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დუელზე ჩამოაგდებდა სიტყვას. ახლა კი ასე არ იქნება.

2007 წლის დეკემბრის მერე ლიონელ მესიმ ყველა კლასიკო ითამაშა, ახლა კი ხელის ტრავმის გამო გააცდენს. მაშინ, შობამდე ორი დღით ადრე გამართულ კლასიკოში რეალმა "კამპ ნოუზე" ჟულიო ბაპტისტას გოლით მოიგო. ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც მაშინდელი კლასიკოდან კვირას თამაში შეუძლია, სერხიო რამოსია.

კლასიკო მესისა და რონალდოს გარეშე

მესიმ მაშინაც ტრავმის გამო გამოტოვა კლასიკო, თუმცა მას უკვე ჰყავდა რეალი გამწარებული (ჰეთ თრიკი წინა სეზონში). 2009 წლიდან რონალდო რეალშია და მას მერე რამდენიმე მართლაც ეპიკური დუელი შედგა ლეოსა და რონის შორის. 

ლოპეტეგის პირველი და უკანასკნელი?

ბარსელონა კლასიკოს პირველ ადგილზე ხვდება 18 ქულით, თუმცა იდეალურად საქმე არც ერნესტო ვალვერდეს აქვს. კატალონიელები 4 ქულით უსწრებენ რეალს, რომელიც ლა ლიგაში მეშვიდეა და ისეთი კლუბები უსწრებენ, როგორიც ალავესი, ესპანიოლი და ვალიადოლიდია. ხულიენ ლოპეტეგის ბედი "სამეფო კლუბში დიდად არის დამოკიდებული ამ კლასიკოზე.

რეალის ვარჯიშზე

დაცვაში უჭირთ

ბარსელონას არ ეყოლება სამუელ უმტიტი და თომას ვერმალენი. ასე რომ, დაცვის ცენტრში ჟერარდ პიკეს, რომელიც ბოლო დროს ბევრ დროს საკუთარ ბიზნესს უთმობს და მოედანზე უხეში შეცდომები მოუმრავლდა, კლემან ლონგლე შეუწყვილდება. რეალს არ ეყოლება დანი კარვახალი და საეჭვოა მარსელოს თამაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ტრავმა მიიღო მას მერე, რაც პლზენს გოლი გაუტანა.

ბარსა "სამეფო კლუბისთვის ემზადება

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ჟორდი ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - სერხი რობერტო, ლ. სუარესი, კოუტინიო 

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ისკო

საინტერესო ფაქტები

►  ბარსელონამ ბოლო 36 საშინაო მატჩიდან (ლა ლიგაში) 32-ში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.

► ოფიციალურ მატჩებში სულ 237 კლასიკო ჩატარდა, რომელთაგანაც 95 რეალმა მოიგო, ხოლო 92 ბარსელონამ. ბურთების სხვაობა 401:386-ია "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ. 

► ბარსელონამ შინ 61 ოფიციალური კლასიკო მოიგო.

► ამხანაგურ მატჩებსაც თუ დავუმატებთ, რეალს კლასიკოებში 1 მოგება აკლია 100-მდე. 

► ყველაზე დიდი ანგარიში 1943 წელს დაფიქსირდა, როცა კოპაზე რეალმა ბარსა 11:1 გაანადგურა.

► ლიონელ მესიმ რეალს კარიერაში 26 გოლი გაუტანა.

► მესი კლასიკოების ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირია, 18-18 გოლი ალფრედო დი სტეფანოსა და კრიშტიანო რონალდოს აქვთ. 

► ლა ლიგის კლასიკოების გოლებით პირველზე მესია - 18, მეორეზე დი სტეფანო - 14, მესამეზე სესარი - 12. 

► ყველაზე მეტ კლასიკოში მანუელ სანჩისმა ითამაშა - 43. 

► სერხიო რამოსი მონაწილეობით ლიონელ მესის გადაუსწრებს 39-ე მატჩს ითამაშებს და მოქმედ ფეხბურთელებში პირველ ადგილზე გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები