Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებს რამდენიმე ლეგიონერი აკლია
  • ავთანდილ ასათიანის გუნდში ერთი დებიუტანტია

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 23 ოქტომბრიდან შეკრებაზე იმყოფება და ლატვიაში გასამართი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება. ანატოლი პონომარიოვის სახელობის ტურნირი რიგასა და იელგავაში 28-30 ოქტომბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრებთან ერთად მასში ლატვიისა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. 

შოთა ჭანუყვაძე

26 ოქტომბერს, ლატვიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. ასათიანის გუნდი მოახლოვებული ტურნირისთვის 15 მოთამაშით ემზადება. მათ შორის ერთი დებიუტანტია: გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება პირველად მიეცემა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიაში 27 ოქტომბერს გაემგზავრება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 29 ოქტომბერს მოლდოვას წინააღმდეგ იელგავაში გამართავს, 30 ოქტომბერს კი, კვლავ იელგავაში, ფუტსალის ნაკრები მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდება.

რონინიო

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა: 

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი).

მცველები: შოთა თოფურია ( თელასი), გიორგი ქურდაძე (ტატიშვილი), შოთა ჭანუყვაძე (თელასი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), თალესი (ეკონომაცი, სერბეთი).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), სიმი საიოტი (კპრს, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო (პროდექსიმი, უკრაინა), ფუმასა (პროდექსიმი, უკრაინა).

ღია ვარჯიში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ლატვიაში გასამართი ტურნირისთვის სრული დატვირთვით ემზადება. ვარჯიშის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა... 

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

"მესამე დღეა შეკრებაზე ვიმყოფებით, ყველაფერი კარგად მიდის, ერთადერთი პრობლემა კი ისაა, რომ სრული შემადგენლობით შეკრების საშუალება არ მოგვეცა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ლეგიონერებს საკუთარ კლუბებში თამაშები აქვთ და ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენთან ყოფნას. ამ რეჟიმში მუშაობას უკვე მივეჩვიეთ და რაც მთავარია ოთხი მოთამაშე რიგაში შემოგვიერთდება. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს, ორივე საკმაოდ ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, რომ ორივე ამხანაგური შეხვედრა ჩვენთვის ნაყოფიერი იქნება. ყველაზე კარგი ისაა, რომ ორ სხვადასხვა გუნდს დავუპირისპირდებით, განსხვავებული გუნდების წინააღდეგ მომზადებას თავისი სპეციფიკა აქვს და ეს ნამდვილად დიდ გამოცდილებას შეგვძენს.“

კომენტარები

ბოლო ამბები