Thumbnail
  • წარუმატებელი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის
  • ნახევარფინალში ვერც რობერტ კობლიაშვილი გავიდა

ბუდაპეშტში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი კლასიკურ ჭიდაობაში. 26 ოქტომბერი წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოჭიდავეებისთვის. წინასწარი ეტაპის შეხვედრები სამმა ქართველმა ფალავანმა გამართა და ვერც ერთი ვერ გავიდა ნახევარფინალში. 

60 კგ. წონით კატეგორიაში დავით ჩხარტიშვილი პირველივე ეტაპზე დამარცხდა და გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას. შმაგი ბოლქვაძემ 67 კგ. წონით კატეგორიაში ყირგიზ ამანტუ ისმაილოვს 4:2 აჯობა და მერვედფინალში გავიდა, თუმცა უფრო ძლიერ ირანელ მოჰამედრეზ გარაეისთან დათმო დაპირისპირება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 

რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ.) პირველ ეტაპზე აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო ერაყელ აბას ალ-ტამეემის და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც უნგრელი ვიქტორ ლორინცს აჯობა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. კობლიაშვილის მორიგი მეტოქე თურქი მეტეჰან ბასარი იყო და სამწუხაროდ, ორთაბრძოლა ქართველის მარცხით დასრულდა. შესაბამისად, სამივე ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალს მიღმა დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები