Thumbnail
  • 7 ნოემბერი: გაგრა v დინამო
  • 7 ნოემბერი: თელავი v ტორპედო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელსაც სფფ-ს გენერალური მდივანი დავთ მუჯირი უძღვებოდა. ნახევარფინალში გასული ოთხი გუნდიდან ორი ეროვნულ ლიგას წარმოადგენს: თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო, ხოლო ორი ეროვნული ლიგა 2-ს: თელავი და გაგრა.

ნახევარფინალში გაგრა თბილისის დინამოს დაუპირისპირდება, ხოლო თელავის მეტოქე ქუთაისის ტორპედო იქნება. ორივე შემთხვევაში, მასპინძლის სტატუსით ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი ისარგებლებს. მატჩები 7 ნოემბერს გაიმართება. აქვე აღვნიშნოთ, რომ თელავი ისტორიაში პირველად გავიდა საქართველოს თასის ნახევარფინალურ ეტაპზე.

კომენტარები

ბოლო ამბები