Thumbnail
  • ბაიერნი 77:71 ბასკონია
  • თორნიკე შენგელია - 16 ქულა, მეტ ჯენინგი - 12

ევროლიგის მე-4 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია მიუნხენში ბაიერნთან მოულოდნელად დამარცხდა - 71:77. ესპანურმა გუნდმა მხოლოდ ბოლო მეოთხედში იყოჩაღა, თუმცა ბაიერნის დაწევა ვეღარ შეძლო. 

გუნდის ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მეტ ჯენინგმა 25 წუთში 12 ქულა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

ბასკონიას ცუდი სტარტი გამოუვიდა ევროლიგაზე - 4-დან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. 1 ნოემბერს ბასკონია ვიტორიაში დარუშაფაკას უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები