Thumbnail
  • პსჟ 2:2 ნაპოლი
  • პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური კლუბისთვის არასდროს მოუგია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თომას ტუხელის პარი სენ-ჟერმენმა კარლო ანჩელოტის ნაპოლის უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა.

29-ე წუთზე ხოსე კალეხონის პასის შემდეგ ლორენცო ინსინიემ მეკარე არეოლას დაასწრო და ანგარიში გახსნა. 

პსჟ-მ 61-ე წუთზე გაათანბრა თომას მონიემ ჩააწოდა და მარიო რუიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 77-ე წუთზე ნაპოლი კვლავ წინ გავიდა - დრის მერტენსმა მარკინიოსის შეცდომით ისარგებლა და იტალიური გუნდი დააწინაურა. პსჟ წაგებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ანხელ დი მარიამ ულამაზესი დარტყმით გუნდი იხსნა - 2:2. 

ნაპოლის სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს, ხოლო პარი სენ-ჟერმენი 4 ქულით მესამე ადგილზეა. ამავე ჯგუფში იურგენ კლოპის ლივერპულმა 4:0 გაანადგურა ცრვენა ზვეზდა და 6 ქულით გალიდერდა.

პსჟ-ს კარში მერტენსმაც გაიტანა და ინსინიემაც

საინტერესო ფაქტები

► ლორენცო ინსინიემ (ნაპოლი) ლიგაზე ბოლო 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა. სულ კი მის ანგარიშზე ლიგაში 8 გოლია.

►პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური გუნდისთვის არასდროს მოუგია.

►2018 წელს ანხელ დი მარიამ პსჟ-ს მაისურით 36 გოლში მიიღო მონაწილეობა.

პსჟ 2:2 ნაპოლი

გოლები: 0:1 ინსინიე (29), 1:1 რუი (61. ავტოგოლი), 1:2 მერტენსი (77), 2:2 დი მარია (93)

პსჟ (4-2-3-1): არეოლა - მონიე, კიმპემბე, მარკინიოსი, ბერნატი (46. კეჰრერი) - ვერატი (83. დიაბი), რაბიო - მბაპე, ნეიმარი, დი მარია - კავანი (76. დრაქსლერი)

ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - მაქსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, რუი - ალანი, ჰამშიკი, რუისი - კალეხონი (88. როგი), მერტენსი (84. მილიკი), ინსინიე (53. ჟიელინსკი)

ლივერპული 4:0 ცრვენა ზვეზდა

გოლები: 1:0 ფირმინო (20), 2:0 სალაჰი (45), 3:0 სალაჰი (51-პენ), 4:0 მანე (80)

გამოუყენებელი პენალტი: მანე (77. ლივერპული)

კომენტარები

ბოლო ამბები