Thumbnail

UCL | B ჯგუფი: ბარსამ მესის გარეშეც დამაჯერებლად მოიგო!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბარსელონა 2:0 ინტერი
  • ბარსამ ისევ მოიგო და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია...

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში, მილანის ინტერს უმასპინძლა და მეტოქე ლიონელ მესის გარეშე მინიმალური სხვაობით - 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში რაფინიამ 32' წუთზე გახსნა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ტრამვირებული ლიონელ მესის ნაცვლად მოხვდა. 

შეგახსენებთ, რომ მესის ხელის ტრავმა აწუხებს, რომელიც არგენტინელმა სევილიასთან მატჩის დროს მიიღო და რის გამოც, კლასიკოს და 3 კვირას გამოტოვებს.

დინამიური და სანახობრივი მატჩი, შეხვედრის მიწურულს ჟორდი ალბას გოლით დასრულდა. ესპანელმა მარცხენა მცველმა ბურთ ივან რაკიტიჩისგან მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და მარცხენა ფეხით ბურთი ჰანდანოვიჩის კარში გადაგზავნა.

მოგეხსენებათ, გასულ სანაკრებო მატჩებში - ჟორდი ალბას ლუის ენრიკე არ ენდო და მისი ადგილი სასტარტო შემადგენლობაში ჩელსის მარკოს ალონსომ დაიკავა.

ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ალბას მსგავსი გატანილ გოლებში ჩართულობის მაჩვენებელი, მიმდინარე სეზონში ლიგაზე არცერთ მცველს არ აქვს - 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.

ბარსელონა 2:0 ინტერი

გოლები: 1:0 რაფინია (32) , 2:0 ალბა (83)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, ლანგლე, პიკე, ალბა, არტური, ბუსკეცი, რაკიტიჩი, კოუტინიო, რაფინია, სუარესი

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი, დ'ამბროსიო, სკრინიარი, მირანდა, ასამოა, ბროზოვიჩი, ვესინო, პერიშიჩი, ბორხა ვალერო, კანდრევა, იკარდი.

საინტერესო ფაქტები

► ბარსამ ინტერს ლიგაზე მეოთხედ მოუგო, სულ ჯამში - 4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება. ერთი წაგება 2009-10 წლების სეზონის ნახევარფინალს უკავშირდება - 3:1 სან სიროზე.

► ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 28 საშინაო მატჩიდან, 26-ე მოიგო - გაიტანა 86 გოლი და გაუშვა მხოლოდ 13.

► კატალონიელებმა ლიონელ მესის გარეშე, ლიგაზე 21-ე მატჩი მოიგეს, ჯამში ტურნირნირზე არგენტინელის დებიუტიდან, ასეთი სულ 26 მატჩი აქვს გუნდს ჩატარებული.

► რაფინია 78-ე ბარსას მოთამაშე გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გატანა შეძლო - ამდენი გამტანი არცერთ სხვა კლუბს არ ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები