Thumbnail

UCL | B ჯგუფი: კეინი იტანს, მაგრამ ტოტენჰემი კვლავ ვერ იგებს...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პსვ 2:2 ტოტენჰემი 
  • 1:0 ლოსანო (30), 1:1 ლუკასი (39), 1:2 კეინი (55), 2:2 დე იონგი (87)

ტოტენჰემ ჰოთსპურმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი გასვლაზე, ეინდჰოვენში, პსვ-ს წინააღმდეგ ჩაატარა და მატჩი, 4 გატანილი გოლის შემდეგ, ფრედ - 2:2 დასრულდა. 

შეხვედრაში პირველი მწვავე მომენტი 18-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ჰარი კეინის თავური ძელს მოხვდა. მალევე პსვ-ს მექსიკელმა ლეგიონერმა - ირვინ ლოსანომ ანგარიში გახსნა და ჰოლანდიელები დააწინაურა.

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა სპურსის ბრაზილიელმა - ლუკასმა, ანგარიში 9 წუთში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ ტოტენჰემ ჰოთსპურის ლიდერმა ჰარი კეინმა გაიტანა და ლონდონელები დაწინაურდნენ.

"თამაში თუ ნახეთ, მგონი უნდა მოგვეგო..." ამბობდა ერიქსენი. იგებდნენ კიდეც, თუმცა 79-ე წუთზე მსაჯმა უგო ლორისი გააძევა და რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა პსვმ მალევე გაათანაბრა - 2:2.

ტოტენჰემს და პსვ-ს, ერთ-ერთი ქულა აქვთ და ჩემპიონთა ლიგის B-ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. სპურსი შემდეგ ტურში პსვ-ს ლონდონში, უემბლიზე უმასპინძლებს.

საინტერესო ფაქტები

► ირვინ ლოსანოს მიმდინარე სეზონში 15 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

► კირან ტრიპიემ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩში, მეოთხე საგოლე გადაცემა მიითვალა.

► ლუკას მოურას გოლს, წინ 19 პასი უძღვოდა - ყველაზე მეტი პასით გატანილი გოლი ტოტენჰემის მიერ ნათამაშებ ჩემპიონთა ლიგის მატჩში.

კომენტარები

ბოლო ამბები