Thumbnail
  • ებრალიძის გუნდი 1/16 ფინალში გავიდა
  • ქართველი ფეხბურთელის შავეშმა 4:1 მოიგო 

შავეშმა პორტუგალიის თასის 1/32-ფინალურ ეტაპზე პედრას სალგადასი 4:1 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ავთო ებრალიძის გუნდმა მარტივად მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის მიწურულს გოლიც გაიტანა.

ავთომ პორტუგალიის თასზე მეორედ გაიტანა. პირველად მან 2016 წელს აკადემიკო ვიზეუს გაუტანა ჟილ ვისენტეს მაისურით, რის შემდეგაც სწორედ ვიზეუში გადაბარგდა. ებრალიძეს მიმდინარე სეზონში ერთი გოლი აქვს გატანილი.

შავეში ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს, ებრალიძის გუნდს 7 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები