Thumbnail

საქართველოს თასი | ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია, ტორპედომ შუქურა დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს თასზე ყველა ნახევარფინლისტის ვინაობა გაირკვა
  • ტორპედომ შუქურასთან მატჩი შემოატრიალა

დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/4 ფინალურ ეტაპის ბოლო მატჩი გაიმართა. ქობულეთის შუქურა ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. შუქურა მე-3 წუთზე ომარ ბულუხაძის გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმიც მოიგო.

ქუთაისელებმა მეორე ტაიმის ათწუთიან მონაკვეთში მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს. თავი მერაბ გიგაურმა, თორნიკე კაპანაძემ და გიორგი ქიმაძემ გამოიჩინეს. ტორპედო ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასთან ერთად თბილისის დინამო, გაგრა და თელავი იქნებიან.

მატჩის მიმოხილვა 📺

შუქურა 1:3 ტორპედო - ქუთაისელთა მორიგი გამარჯვება

შუქურა 1:3 ტორპედო - ქუთაისელთა მორიგი გამარჯვება

Posted by სპორტული მიმოხილვა on ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები