Thumbnail

ლივერპულმა დაიწუნა, ბაიერნს აინტერესებს - ნაბილ ფეკირი მიუნხენელთა სამიზნეში

  • ბაიერნი ლიონისა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერზე ფიქრობს
  • ლიონში 25 წლის ფეხბურთელის თამაშს მიუნხენელთა მთავარი სკაუტი აკვირდებოდა
  • ნაბილ ფეკირი მუხლის პრობლემის გამო ამ ზაფხულს ლივერპულმა დაიწუნა

მიუნხენის ბაიერნი ლიონისა და საფრანგეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის მიმართ ინტერესს იჩენს. ამის შესახებ ინფორმაციას Kicker ავრცელებს. გამოცემა ირწმუნება, რომ გერმანული კლუბის მთავარი სკაუტი ფრანგული გუნდის იმ მატჩებს ესწრებოდა, რომლებშიც ჰავბეკი მონაწილეობდა. 

ბაიერნს ტრანსფერის განხორციელებაში ხელი შესაძლოა იმ ფაქტმაც შეუწყოს, რომ ფეკირის აგენტი მიუნხენელთა ფეხბურთელის ფრანკ რიბერის ინტერესებსაც წარმოადგენს.

ნაბილ ფეკირი გასულ ზაფხულს ლივერპულში გადასვლასთან ახლოს იყო იყო. კლუბებმა ტრანსფერის დეტალებიც შეათანხმეს, თავად ფეხბურთელმა კი ინგლისური კლუბის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა - მერსისაიდელებმა ტრანსფერი ფეხბურთელის მუხლის პრობლემის გამო გადაიფიქრეს.

ალჟირული ფესვების მქონე 25 წლის ფეხბურთელს ლიონთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, კლუბი კი მას 60-70 მილიონ ევროდ აფასებს.

ნაბილ ფეკირმა ამ ზაფხულს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალი მოიგო, ლიონის მაისურით ლიგა 1-ის 2018/19 წლების სეზონის ექვს მატჩში კი 2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები