Thumbnail
  • 23 წლის ვაჟა კაპანაძე სეზონის ბოლომდე პრო დ2-ში დაბრუნებულ ბრესანში ითამაშებს
  • კაპანაძის მესამე კლუბი საფრანგეთში

ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ ბოლო ორი სეზონი საფრანგეთის ფედერალ 1-ის კლუბ შამბერიში გაატარა და თავი სტაბილურობით გამოიჩინა. მისი კარგი თამაში არ გამორჩენიათ სკაუტებს და ასე აღმოჩნდა ჯერაც გამოუცდელი მორაგბე საფრანგეთის ტოპ 14-ში აღზევებულ გრენობლში.

კლუბში მას კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დახვდა - ბექა გიგაშვილი, ხოლო მოგვიანებით გრენობლელთა შემადგენლობა ქართველმა ვარსკვლავმა, ბორჯღალოსანმა დუდუ ქუბრიაშვილმა გააძლიერა. ეს უკანასკნელი მონპელიედან წასვლის შემდეგ უმუშევარი გახლდათ და გრენობლმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ასე აღმოჩნდა კაპანაძე გრენობლის მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე მესამე - მეოთხე არჩევანი. ამდენად, ბრესანში, ტრავმირებული დავიდ ჟაკეს სამედიცინო ჯოკერის სტატუსით გადასვლა ვაჟასთვის სათამაშო პრაქტიკის მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა.

უნივერსალი ბურჯი ახალ კლუბში წვრთნას ორშაბათს შეუდგა და სავარაუდოდ პარასკევს, კოლომიესთან საშინაო მატჩში ბურგანბრესელთა სასტარტო შემადგენლობაშიც იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები