Thumbnail

‘ყველა ფიქრობს, რომ ის კარგი ბიჭია’ - რონდომ კრის პოლს შეუტია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეიკერსისა და ჰიუსტონის მატჩის დროს მომხდარი სკანდალის გაგრძელება
  • რაჟონ რონდო თავს იმართლებს და კრის პოლს ადანაშაულებს

კალათბურთის ყველა მოყვარულმა ნახა ჩხუბი, რომელიც ლეიკერსისა და ჰიუსტონის შეხვედრაში მოხდა. ახლა კი, რაჟონ რონდოსა და კრის პოლს შორის დაპირისპირების ახალი რაუნდის შესახებ უნდა გიამბოთ.

თუმცა ამჯერად საქმე ვერბალურ დაპირისპირებას ეხება. რონდო სასჯელს აპროტესტებს და ამბობს, რომ შაბათს კრის პოლისთვის სახეში არ შეუფურთხებია: “პირში დამცავი მქონდა და ასე გამოვიდა!” - განუცხადა ლეიკერსის გამთამაშებელმა ESPN-ს, - “კარგად დააკვირდით, როგორ ვიქცევი. ხელები ქვემოთ მაქვს და ერთი წამით ვტრიალდები კიდეც. დააკვირდით ვიდეოში ერიკს (გორდონი) და მელოს (კარმელო ენტონი). მათ რომ დაენახათ, როგორ შევაფურთხე, აუცილებლად მოიხედავდნენ, მაგრამ საერთოდ არ აქვთ რეაქცია.” - თავს იმართლებს 32 წლის კალათბურთელი.

“განგებ რომ შემეფურთხებინა, მისი შესაბამისი რეაქციისთვის მომზადებული ვიქნებოდი. ასეთ დროს ხელები ქვემოთ არ მექნებოდა და არც თავს შევატრიალებდი,” - დასძინა რონდომ. აღსანიშნავია, რომ ლეიკერსის მწვრთნელმა ლიუკ უოლტონმაც განაცხადა, რომ შეფურთხება არ დაუნახავს.

ინციდენტის შემდეგ პოლს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რონდომ კი სამი შეხვედრა უნდა გამოტოვოს, რასაც ლეიკერსის ვარსკვლავი ასევე აპროტესტებს: “ყველას უნდა, დაიჯეროს, რომ კრის პოლი კარგი ბიჭია, მაგრამ მათ არ იციან, როგორი ცუდი თანაგუნდელია. არ იციან, როგორ ექცევა ადამიანებს,” - ესეც რონდოს სიტყვებია.

მისი თანაგუნდელი ბრენდონ ინგრამი დაპირისპირებაში მონაწილეობისთის სულაც 4 მატჩით დასაჯეს. კრის პოლი კი თავის ვერსიას არ ცვლის - რონდომ შემაფურთხაო: “კალათბურთს ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ, მაგრამ ასეთი რამ არასდროს დამმართნია!” - ამბობს ის.

კომენტარები

ბოლო ამბები