Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეტოქე უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა
  • უნიკახა D ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს

ევროთასის D ჯგუფში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი შერმადინის უნიკახამ რუსულ უნიქსს უმასპინძლა და მეტოქეს 82:80 მოუგო. გიორგიმ 19:16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და ათ ქულასთან ერთად 6 მოხსნაც დააგროვა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 70:70 დასრულდა. უნიკახამ ოვერტაიმში მეტოქეს ორი ქულით მეტი ჩაუგდო. უნიქსი ჯგუფურ ეტაპზე პირველად დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, ესპანური კლუბის მომდევნო მეტოქე იტალიური ტორინო იქნება.

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები