Thumbnail
  • შახტარი 0:3 მანჩესტერ სიტი
  • ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ჯგუფის ლიდერია

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში მანჩესტერ სიტიმ ხარკოვში შახტარი 3:0 გაანადგურა. 30-ე წუთზე ანგარიში დავიდ სილვამ მას მერე გახსნა, რაც საჯარიმოში მასპინძელთა მცველებმა სუსტად ითამაშეს. 

ხუთ წუთში დე ბრუინის ჩაწოდებულს თავით ემერი ლაპორტი დაუხვდა. ანგარიშს წერტილი კი 71-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ბერნარდო სილვამ დაუსვა - 0:3. 

ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო შახტარი 2 ქულით ბოლო ადგილზეა. ამავე ჯგუფში ჰოფენჰაიმმა და ლიონმა 3:3 ითამაშეს. ლიონს 5 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, გერმანული კლუბი 2 ქულით მესამე ადგილზეა. 

შახტარი 0:3 სიტი

გოლები: 0:1 დ. სილვა (30), 0:2 ლაპორტი (35), 0:3 ბერნარდო სილვა (71)

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - მატვიენკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი - სტეპანენკო, მაიკონი - ველინგტონ ნემი (69. ბოლბატი), კოვალენკო (62. ალანი), ფერნანდო (84. დენტინიო) - მორაეში  

სიტი (4-3-3): ედერსონი - სტოუნსი (80. უოკერი), ოტამენდი, ლაპორტი, მენდი - დავიდ სილვა, ფერნანდინიო, დე ბრუინი (69. ბერნარდო სილვა) - სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუში (87. ფოდენი), მაჰრეზი

ჰოფენჰაიმი 3:3 ლიონი

გოლები: 0:1 ტრაორე (27), 1:1 კრამარიჩი (33), 2:1 კრამარიჩი (47), 2:2 ნდომბელე (59), 2:3 დეპაი (67), 3:3 ჟოელინტონი (92)

კომენტარები

ბოლო ამბები