Thumbnail
  • რეალი 2:1 პლზენი
  • ლოპეტეგის საკითხი ჯერაც ჰაერშია

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში მადრიდის რეალმა ჩეხურ პლზენს უმასპინძლა და 2:1 მოუგო. მე-11 წუთზე ანგარიში ქარიმ ბენზემამ ლუკას ვასკესის პასით გახსნა. 55-ე წუთზე მარსელომ გაიტანა, თუმცა პლზენი არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა - პატრიკ ჰროშოვსკიმ ერთი გოლი გაქვითა.თამაშის მიწურულს მარსელომ, ერთი შეხედვით, სერიოზული ტრავმა მიიღო.

G ჯგუფში რეალი 3 ტურის მერე 6 ქულით ლიდერობს, ხოლო პლზენი 1 ქულით ბოლო ადგილზეა. ამავე ჯგუფში რომამ ედინ ჯეკოს დუბლისა და საგოლე პასის წყალობით 3:0 აჯობა ცსკა-ს და 6 ქულა აქვს, რუსულ კლუბს 4 ქულა რჩება. 

ამ კითხვას მე ნუ დამისვამთ!

ხულიენ ლოპეტეგი (რეალის მწვრთნელი): "ჩვენ შეგვეძლო მალევე გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი, მაგრამ მრავალი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა ცოტა გვიჭირს გოლების გატანა, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო და ეს შევძელით. ვიქნები თუ არა რეალის მწვრთნელი კლასიკოზე? კითხვა ჩემთან არ უნდა დასვათ. პირადად და გუნდიც მოწადინებულები ვართ და ამ უქმეების მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით. მარსელოს ტრავმა დასანანია, ვნახავთ, როგორ არის საქმე".

ბენზემა თავით კარგად თამაშობს

საინტერესო ფაქტები

► რეალმა 22 სექტემბრის მერე პირველი მატჩი მოიგო - "სამეფო კლუბს" 31 დღე არ მოუგია.

►ქარიმ ბენზემამ ამ სეზონში უკვე სამი გოლი გაიტანა თავით.

► გარეთ ბეილმა რეალის მაისურით მე-200 მატჩი ითამაშა

► გასულ და ახლანდელ სეზონებში (ყველა შეჯიბრებაში) ლუკას ვასკესს 13 საგოლე პასი აქვს, რაც რეალში ყველაზე მეტია.

რეალი 2:1 პლზენი

გოლები: 1:0 ბენზემა (11), 2:0 მარსელო (55), 2:1 ჰროშოვსკი (79)

რეალი (4-3-3): ნავასი - ლ. ვასკესი, სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი (75. ასენსიო), ბენზემა (88. მარიანო დიასი), ისკო (54. ვალვერდე)

პლზენი (4-2-3-1): ჰრუშკა - რეზნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი - პროხაზკა (65. ჰორავა), ჰროშოვსკი - ჰაველი (76. ეკპაი), ჩერნაკი, პეტრჟელა (86. რეზნიჩეკი) - კმენჩიკი

რომა 3:0 ცსკა 

გოლები: 1:0 ჯეკო (30), 2:0 ჯეკო (43), 3:0 იუნდერი (50)

კომენტარები

ბოლო ამბები