Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგა. H ჯგუფი. III ტური
  • იანგ ბოიზი 1:1 ვალენსია
  • ვალენსიამ ბოლო 10 მატჩიდან 7 ფრედ ითამაშა

ჩემპიონთა ლიგაში, H ჯგუფის ადრიან მატჩში იანგ ბოიზი შინ ვალენსიას დაუზავდა - 1:1. 26-ე წუთზე 21 წლის კარლოს სოლერის პასით ანგარიში მიში ბაჩუაიმ გახსნა, მაგრამ ვალენსიამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 

55-ე წუთზე დანიელ პარეხომ მეტოქე საჯარიმოში წააქცია და პსჟ-ს ყოფილმა ფორვარდმა, 34 წლის გილერმე ოარომ ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა. 

ამ ჯგუფში მთავარი დაპირისპირება ამ წუთებში იწყება, მანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსს მასპინძლობს. მანამდე კი ვალენსია 2 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო იანგ ბოიზმა პირველი ქულა მოიპოვა. 

ორივე გუნდმა პირველად მოახერხა ამ სეზონში გატანა

საინტერესო ფაქტები

► ვალენსიამ და იანგ ბოიზმა პირველი გოლები გაიტანეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში. 

► მარსელინოს ვალენსიას ცუდი სეზონი გრძელდება - გუნდმა ბოლო 10 შეხვედრიდან 7 ფრედ ითამაშა. ახლა მხოლოდ ლოკომოტივი რჩება უგოლოდ.

►ნეტომ ვალენსიაში მეორე გოლი გაუშვა სტუმრად პენალტის ნიშნულიდან.

იანგ ბოიზი 1:1 ვალენსია

გოლები: 0:1 ბაჩუაი (26), 1:1 ოარო (55-პენ)

იანგ ბოიზი (4-4-2): ვიოლფლი - მბაბუ, ლაუპერი, ფონ ბერგენი, ბენიტო - სულეიმანი (74. ნგამალეუ), სოუ, სანოგო ჟუნიორი, ფასნახტი (85. ბერტონე) - ასალე, ოარო (79. ნსამე)  

ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, დიაქაბი, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია (70. კოკლენი), ფ. ტორესი (66. გამეირო) - როდრიგო, ბაჩუაი

კომენტარები

ბოლო ამბები