Thumbnail

ოდიკაძემ ბრინჯაო მოიგო - საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
  • საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 4 მედლით დაასრულა

უნგრეთში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 4 მედლის მოპოვება შეძლო. საქართველომ ტურნირის ბოლო დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: ზურა იაკობიშვილი (70 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).

ელიზბარ ოდიკაძის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უზბეკი მაგომედ იბრაგიმოვი იყო, რომელსაც ქართველმა მოჭიდავემ პირველი პერიოდი 1:0 მოუგო, ხოლო მეორე პერიოდში მეტოქე სუფთად დაამარცხა და ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ოქრო - გენო პეტრიაშვილი
ვერცხლი - ავთო კენჭაძე (74 კგ)
ბრინჯაო - ზურა იაკობიშვილი, ელიზბარ ოდიკაძე

ელიზბარ ოდიკაძემ უზბეკი მაგომედ იბრაგიმოვი სუფთად დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა🇬🇪

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 23 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები