Thumbnail

10:0 მონღოლ მეტოქესთან! ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღე
  • ზურა იაკობიშვილმა მსოფლიოზე მეორე მედალი მოიგო

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს, ქართველმა მოჭიდავემ ზურა იაკობიშვილმა 70-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იაკობიშვილი ნახევარფინალში რუს მოჭიდავესთან გაზიმაგომედოვთან დამარცხდა, რის შემდეგაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მონღოლი ბატ ერდენი ბრძოლის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დაამარცხა.

იაკობიშვილმა პირველი პერიოდი 6:0 მოიგო, ხოლო მეორე პერიოდში მეტოქეს კიდევ 4 ქულა აუღო და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა, 10:0 ქართველის სასარგებლოდ.

იაკობიშვილმა შარშან 65-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიგო, წელს წონა შეიცვალა და ახალ წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

იაკობიშვილმა მონღოლი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ზურა იაკობიშვილმა მონღოლი მეტოქე 10:0 გაანადგურა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 23 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები