Thumbnail

ოლდ ტრაფორდთან საარჩევნო უბანი გაიხსნა - სადაც ჟოზეს ბედი წყდება

  • 55% ჟოზეს წინააღმდეგ
  • ფანებს გუნდში ზიდანი უნდათ...

სანამ ჟოზე მოურინიო სტემფორდ ბრიჯზე მაურისიო სარის ასისტენტებს დასდევდა, მანამდე მნაჩესტერ იუნაიტედის ფანების ნაწილმა, ოლდ ტრაფორდთან საარჩევნო უბანი გახსნა.

საარჩევნო ურნასთან მისული გულშემატკივარი ხმას აძლევს უნდა წავიდეს, თუ უნდა დარჩეს ჟოზე კლუბში. წინასწარი მონაცემებით, 55% ფანების თვლის, რომ ჟოზე უნდა წავიდეს.

გულშემატკივარი, რომელსაც 'Mourinho Out' წარწერიანი მაისურია ეცვა, სპორტსმეილს ესაუბრა "მოურინიოს წინააღმდეგი ვარ, მალე უნდა წავიდეს და ზიდანი უნდა დავნიშნოთ! მიკვირის იმ ხალხის, ვინც კლუბის წარუმატებლობაში ჟოზეს გარდა ყველას ადანაშაულებს."

მანჩესტერ იუნაიტედი დღეს, 23:00 საათზე ოლდ ტრაფორდზე ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. კრიშტიანო მშობლიურ სტადიონზე ბრუნდება, მისი კარგი თამაში, დიდი ალბათობით საარჩევნო უბანზე ჟოზეს მოწინააღმდეგეთა პროცენტულ რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები