Thumbnail
  • ისკოს კომენტარი კრიშტიანოს შესახებ
  • რონალდოს პასუხი ისკოს

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის ორმა წინასამატჩო პრესკონფერენციამ მადრიდსა და მანჩესტერში ისკო ალარკონსა და კრიშტიანო რონალდოს შორის სერიოზული უთანხმოება გამოავლინა. 

რეალისა და პლზენის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხულიენ ლოპეტეგისთან ერთად ახლახან გამოჯანმრთელებული ისკო ალარკონი მივიდა. ნახევარმცველს ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და ის მოედანს ამ უქმეებზე დაუბრუნდა. ისკოს კრიშტიანო რონალდოს რეალიდან წასვლაზე დაეკითხნენ, ენატრება თუ არა მას იუვენტუსში წასული პორტუგალიელი. 

"არავინ არ მენატრება, ვინც კლუბში აღარ არის. მე მენატრება ხოლმე გარეთი (ბეილი) და დანი (კარვახალი), როცა ისინი ტრავმირებულები არიან. დანაკლისი ყოველთვის არსებული რესურსით უნდა შევავსოთ და არ უნდა ვიტიროთ მათზე, ვისაც აქ ყოფნა არ უნდა".

როდესაც მანჩესტერისა და იუვენტუსის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კრიშტიანოს ისკოს კომენტარის შესახებ უთხრეს, პორტუგალიელი წამით შეყოვნდა, შემდეგ კი ჟურნალისტს ეს უპასუხა - "პრობლემას ვერ ვხედავ. მართალია, არ უნდა იტიროს. ეს სიმართლეა".

კომენტარები

ბოლო ამბები