Thumbnail

დაბრუნდება დავით ქევხიშვილი? დღეს ძიუდოს ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ახალ პრეზიდენტს აირჩევენ
  • არჩევნების ბედს ხმის უფლების მქონე 46 დელეგატი გადაწყვეტს

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია რიგგარეშე ყრილობისთვის ემზადება, სადაც ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ყრილობა 24 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო ბილტმორში გაიმართება და მასში 46 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს: გიორგი ათაბეგაშვილი, გიორგი ალექსიძე, დავით ხახუტაშვილი და დავით ქევხიშვილი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, დავით ხახალეიშვილმა კანდიდატურა ყრილობამდე მოხსნა.

ბოლო პერიოდში, ქართულ ძიუდოში განვითარებული სკანდალური პროცესებიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მით უმეტეს, ერთ-ერთი კანდიდატი დავით ქევხიშვილია, რომელმაც აღნიშნული პოსტი სულ ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებთან კონფლიქტის გამო დატოვა.  

გაგაცნობთ 46 დელეგატს, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლება აქვთ:

1. „შევარდენი 2005“ - გურამ მოდებაძე; 2. „ჯორჯია“ - კარენ არუთინიანი; 3. „ლამისყანა“- ბექა ახლოური; 4. „პანკისი“ - ივერი ქავთარაშვილი; 5. „ვარსკვლავი 2024“ - აბესალომ წიკლაური; 6. „ახალგორი“ - დავით ოდიშვილი; 7. „ალგეთი“ - ბექა ნავერიანი; 8. „ხაბარელი“ - მირზა ხაბარელი; 9. „არსენა“ - მამუკა მათიაშვილი; 10. „ფრონეს ხეობა“ - ნიკოლოზ ახალკაცი; 11. „შილდა“ - ვანო გიგილაშვილი; 12. „ელვა“ - ხვიჩა ხუციშვილი; 13. „ოლიმპი“ - ზვიად წოწკოლაური; 14. „ახმეტა“ - ზაზა კოტორაშვილი; 15. „გორი“ - მალხაზ ავაზნელი; 16. „ფესვები“ - ლევან ბიზიკაშვილი; 17. „შავი ავაზა“ - ლევან ნოზაძე; 18. „ლომჭაბუკი“ - ქართლოს პავლიაშვილი; 19. „მებრძოლი 2015“ - გოჩა ბერაძე; 20. „შორეთი“ - გოდერძი ველიჯანაშვილი; 21. „დურმიშხანი“ - გია ბერუაშვილი; 22. „შათირიშვილი“ - ზეზვა შათირიშვილი; 23. „მართვე“ - დავით ბერძენიშვილი; 24. „ნავერიანი“ - იაგო ნავერიანი; 25. „ოქროს ვერძი“ - ბადრი გახოკიძე; 26. „დოჯო“ - ილია მჭედლიშვილი; 27. „ლიდერი“ - ალექსანდრე მამუკიშვილი; 28. „არაგველები“ - დავით ქერაული; 29. „ფშაველა“ - მერაბ ლოსეურაშვილი; 30. „ფალავანი 2020“ - სოსლან იაკობაშვილი; 31. „გლადიატორი“ - ლექსო ღვინაშვილი; 32. „ვიპ ძიუდო“ - ანზორ     თენაძე; 33. „ბოკვერი2016“ - ტარიელ ცინცაძე; 34. „ბათუმი“ - ვახტანგ ზოიძე; 35. „ფალავანი 8“ - ალექსი დავითაშვილი; 36. ყიზილაშვილი გიორგი - აღმ. საქართველოს ზონ. წარმომადგენელი; 37. ხახალეიშვილი დავით - დას. საქართველოს ზონ. წარმომადგენელი; 38. დავით ბოდაველი; 39. შოთა ხაბარელი; 40. თენგიზ ხუბულური; 41. მამუკა ნავერიანი; 42. ზაზა გულბიანი; 43. თემური გურაშვილი;  44. ზაქრო კევლიშვილი; 45. გურამ პაპიტაშვილი; 46. ცეზარ ჩოჩელი.             

კომენტარები

ბოლო ამბები