Thumbnail
  • ნოემბერში საქართველო სამ ტესტს გამართავს
  • მილტონ ჰეიგს ჯერ 'ბორჯღალოსნების' შემადგენლობა არ დაუსახელებია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში სამ ტესტმატჩს  გამართავს - 10 ნოემბერს ფლორენციაში იტალიას დაუპირისპირდება, 17-ში ავჭალის სტადიონზე სამოას უმასპინძლებს და 24-ში ვაკეში ტონგას მიიღებს. "ბორჯღალოსანთა" ახალზელანდიელ თავკაც მილტონ ჰეიგს ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია.

რუსულმა კლუბმა კრასნი იარმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა, რომ გუნდის ქართველი ლეგიონერები ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე ნოემბრის ტესტებისთვის ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებული. მათ გარდა კრასნი იარში თამაშობს მიხეილ წიკლაური და რუსეთის მოქალაქე ძმები, ვალერი და გრიგორ ცნობილაძეები. 

ლაშა მალაღურაძე 32 წლის შუამარბია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 87 კეპი აქვს მოხვეჭილი და 4 ლელო დადებული. მის ანგარიშზე 184 ქულაა ნაკრებში.

გიორგი ფრუიძე 24 წლისაა და მის ანგარიშზე ნაკრებში 15 კეპი და 3 ლელოა.  

კომენტარები

ბოლო ამბები