Thumbnail
  • მსოფლიო ფეხბურთში 2017 წელი რეალისა და კრიშტიანო რონალდოს ტრიუმფით აღინიშნა.
  • ევროპულ კალათბურთში პირველი სლოვენია იყო, NBA-ში - გოლდენ სტეიტი.
  • სპორტული წლის გმირები ასევე გახდნენ: როჯერ ფედერერი, ლუის ჰემილტონი.

Popsport.ge-მ სპორტული 2017 წელი შეაჯამა და წლის მნიშვნელოვანი ქართული და უცხოური სპორტული მოვლენები გაიხსენა. 

ქართულ სპორტში წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ლაშა ტალახაძისა და ანასტასია გოტფრიდისთვის (ორივე ძალოსნობა, მსოფლიოს ჩემპიონები), ზაზა ფაჩულიასთვის (კალათბურთი, NBA-ს ჩემპიონი), გენო პეტრიაშვილისა და ზურაბ იაკობიშვილისთვის (ორივე თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიოს ჩემპიონები), ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (თავისუფალი, ევროპის ჩემპიონი), ზურაბ დათუნაშვილისა (ბერძნულ-რომაული, ევროპის ჩემპიონი) და გურამ თუშიშვილისთვის (ძიუდო, ევროპის ჩემპიონი).

მსოფლიო ფეხბურთში 2017 წელი მადრიდის რეალისა და მისი მთავარი ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდოს ტრიუმფით აღინიშნა.

კრიშტიანო რონალდომ კარიერაში ოქროს ბურთი მეხუთედ მოიგო

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე პირველობა საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა სლოვენიამ იზეიმა, NBA-ში კი - გოლდენ სტეიტმა.

წელი ასევე განსაკუთრებული იყო როჯერ ფედერერისთვის, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონზე გაიბრწყინა, ფორმულა 1-ში კი ჩემპიონობა არავის დაუთმო ლუის ჰემილტონმა...

2017 წლის ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა ერთ ვიდეოში

კომენტარები

ბოლო ამბები