Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა მჯდომარე ფრენბურთში ტიტული დაიცვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა ფინალში დიდი ბრიტანეთი დაამარცხა
  • იქამდე, ქართველმა სამხედროებმა გერმანიას, რუმინეთს და ესტონეთს სძლიეს

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მიმდინარე 2018 წლის ძლიერთა თამაშებში, დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა დიდი ბრიტანეთის გუნდი ორ სეტში დაამარცხეს: 21:14, 21:12. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა ამ დისციპლინაში ჩემპიონი.

ქართველმა სამხედროებმა მთელი ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარეს, ფინალამდე კი ესტონეთის, რუმინეთის და გერმანიის ნაკრებები დაამარცხეს.

ძლიერთა თამაშები სიდნეიში 20 ოქტომბერს გაიხსნა და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სპორტული შეჯიბრება ბრიტანეთის სამეფო ფონდის და პრინც ჰარის პატრონაჟით იმართება. საქართველოს ნაკრები თამაშებში უკვე მეოთხედ მონაწილეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები