Thumbnail

ფედერერთან ვარჯიშის შემდეგ - ვავრინკამ სეზონი დაასრულა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სტენ ვავრინკა ისევ ტრავმირებულია
  • შვეიცარიელისთვის სეზონი ნაადრევად დამთავრდა

დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებული სტენ ვავრინკა წელს ჩოგბურთს ვეღარ ითამაშებს. 33 წლის შვეიცარიელი თანამემამულე როჯერ ფედერერთან ვარჯიშის დროს დაშავდა და ბაზელში დაგეგმილ ATP ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გარდა ამისა, ვავრინკა ვერც პარიზის მასტერსზე იასპარეზებს, რომელიც მომავალ კვირაში იწყება. ერთი სიტყვით, ვავრინკასთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

შვეიცარიელმა, რომელიც 2014 წლის იანვარში მსოფლიოს მესამე ჩოგანი იყო, გასულ წელს მარცხენა მუხლზე ორი ოპერაცია გადაიტანა და ATP რეიტინგში 200 საუკეთესო ჩოგბურთელს შორისაც კი აღარ იყო. 2018 წელს მისი საუკეთესო შედეგი სანკტ პეტერბურგის ტურნირის (სექტემბერი) ნახევარფინალისტობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები