Thumbnail

კასპში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი აშენდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სტადიონის მშენებლობა 23 ოქტომბერს დაიწყება
  • კასპის არენა საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს

კასპში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი აშენდება. 23 ოქტომბერს, სტადიონის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას, რომლის დროსაც საძირკველში სპეციალური კაფსულა ჩაეშვება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

კასპის სტადიონი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდება, დაიგება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნური განათება და მოეწყობა 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სხვა რეგიონების მსგავსად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სტადიონსა და მიმდებარე ინფრასტრუქტურას ააშენებს, ხოლო მინდვრის საფარის მოწყობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

კასპის სტადიონის მაკეტი

 

კომენტარები

ბოლო ამბები