Thumbnail

სუპერ შეცვლა - შემოსვლიდან 5 წუთში ობამეიანგმა დუბლი გაიტანა და არსენალს მოაგებინა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • არსენალი 3:1 ლესტერი
  • უნაი ემერის სუპერ შეცვლა...

ლონდონის არსენალმა პრემიერლიგის მეცხრე ტურში ლესტერ სიტის უმასპინძლა და ყოფილი ჩემპიონები, მესუთ იოზილის და ობამეიანგის გოლებით - 3:1 დაამარცხა.

ეს იყო ლონდონელების ზედიზედ მეათე მოგებული მატჩი ამ სეზონში, ასეთი შედეგისთვის "განერებს" 2007 წლის შემდეგ არ მიუღწევიათ.

მატჩში ანგარიში ჰექტორ ბელერინის ავტო-გოლით გაიხსნა, შემდეგ მესუთ იოზილმა გაათანაბრა და პრემიერლიგაში ყველაზე გამტანი გერმანელის (30 გოლი) სტატუსი მიიღო.

საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დააფიქსრია, რომელიც მოედანზე 61' წუთზე ლიხშტაინერის ნაცვლად გამოჩნდა და ზუსტად 5 წუთში დუბლის გატანა მოახერხა.

ობამეიანგს, არსენალში გადმოსვლიდან დღემდე, პრემიერლიგაში ჩატარებული - 22 შეხვედრის მანძილზე, 21 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 16 გოლი, 5 საგოლე გადაცემა.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ უნაი ემერი წელს პრემიერლიგაში შეცვლებს ყველაზე კარგად აკეთებს, მიმდინარე სეზონში არსენალის შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებს, ლიგაში ყველაზე მეტი - 6 გოლი აქვთ გატანილი.

ემერის გუნდი, შემდეგ მატჩს სტუმრად კრისტალ პალასის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო მანამდე, ლონდონელები ევროპის ლიგაზე, ხუთშაბათს სპორტინგის წინააღმდეგ ლისაბონში ითამაშებენ.

ლესტერი, რომელსაც არსენალთან გასვლით მატჩი 1973 წლის შემდეგ არ აქვს მოგებული, შაბათს საკუთარ მოედანზე ვესტ ჰემს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები