Thumbnail
  • ⚽ მანჩესტერი V იუვენტუსი 📅 23 ოქტომბერი ⌚ 23:00 📺 SILK UNIVERSAL
  • ჟოზემ რონალდოს განსაკუთრებული ფეხბურთელი უწოდა

23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში მესამე ტურის მთავარი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება, სადაც მანჩესტერ იუნაიტედი ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. კრიშტიანო რონალდო "ნისლიან ალბიონზე" მეტოქის სტატუსით ჩადის, ხოლო ექს-იუვენტინო პოლ პოგბა იუვენტუსს დაუხვდება...

იუვენტუსმა სეზონი დიდებულად დაიწყო - ორი ტურის შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდს ქულათა მაქსიმუმი, 6 ქულა აქვს. ჟოზე მოურინიოს იუნაიტედს 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. დიდი ალბათობით, სწორედ ეს ორი გუნდი უნდა გავიდეს პლეი ოფში, რადგან ამ სეზონში ვალენსია (1 ქულა) ძალიან სუსტია, ხოლო იანგ ბოიზს ჯერ ქულაც კი არ აქვს. 

რონალდო ოლდ ტრაფორდზე

კრიშტიანო და კომპანია "ოლდ ტრაფორდზე"

"ოლდ ტრაფორდი" მოუთმენლად ელის კრიშტიანო რონალდოს თამაშს, პორტუგალიელი ხომ სუპერვარსკვლავად სწორედ მანჩესტერში იქცა, საიდანაც 2009 წელს რეალში 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ახლა რონალდო სულ სხვა გუნდის, იუვენტუსის მაისურით ითამაშებს "ოცნებათა თეატრში". სხვათა შორის, კრიშტიანოს ახლა დაუსრულდა დისკვალიფიკაცია ლიგაზე, რომელიც "მესტალიაზე" გაძევებისთვის მიიღო. 

ასევე ძალზე საინტერესო იქნება პოლ პოგბას თამაში იუვენტუსის წინააღმდეგ - ფრანგმა ხომ 2012-2016 წლები ტურინში გაატარა, მანამდე ის მანჩესტერის ფეხბურთელი იყო და 2016-ში ისევ დაუბრუნდა "ოლდ ტრაფორდს". 

მათ განსაკუთრებული მოთამაშე ჰყავთ

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის მწვრთნელებმა და კრიშტიანო რონალდომ შემდეგი განაცხადეს:

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ორივე გუნდში მრავლად არიან საინტერესო ახალგაზრდები, რომელთათვისაც ეს უდიდესი ტესტი იქნება. ხვალ ოთხი მცველით ვითამაშებთ, მე უკვე მოფიქრებული მაქვს, ვინ ჩაანაცვლებს ტრავმირებულ მანჯუკიჩს". 

კრიშტიანო პრესკონფერენციაზე

კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი): "ჩვენ ახლა ჯგუფში შესანიშნავ სიტუაციაში ვართ და ხვალინდელი გამარჯვება პლეი ოფს მიგვაახლოვებს. ძალიან რთული ბრძოლა გველის. მანჩესტერ იუნაიტედი ძლიერი გუნდია, მაგრამ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც მწვრთნელს ჩვენგან სურს, ჩვენ ამ თამაშის მოგების კარგი შანსი გვექნება. რა თქმა უნდა, არაფრით არ შეიძლება მეტოქის შეუფასებლობა".

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "ისინი ლიგის ფინალებში გადიოდნენ, მათ ბოლოს 7 სკუდეტო მოიგეს და მათ ჰყავს მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედის განსაზღვრა. შეფიქრიანებული ვარ, რადგან იუვენტუსი ამ სეზონში ლიგის მოგების მხოლოდ რიგითი ფავორიტი არ არის, მეტია. მაგრამ იუნაიტედმა ბოლო ორ თამაშში აჩვენა, თუ როგორ სურს და როგორ შეუძლია თამაში. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ იუვესთან უნდა ვცადოთ".

ჟოზე მოურინიო

სანჩესისა და მანჯუკიჩის გარეშე

პოლ პოგბამ ვარჯიში განაახლა

ინგლისელებს არ ეყოლებათ ალექსის სანჩესი, ვერ ითამაშებს ჯესი ლინგარდი, მარკოს როხოს გამოჩენაც ნაკლებად მოსალოდნელია. ასევე საეჭვოა მარკუს რაშფორდის, მარუან ფელაინისა და დიოგო დალოტის თამაში.

იუვენტუსის ბანაკში ვერ ვნახავთ მარიო მანჯუკიჩს, სამი ხედირასა და დანიელე რუგანის, სამივე ტრავმირებულია. თამაშის უფლება არა აქვს ლეონარდო სპინაცოლას.

მანჩესტერი v იუვენტუსი

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ბაილი, შოუ - ფრედი, მატიჩი, პოგბა - რაშფორდი, ლუკაკუ, მარსიალი

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი, დიბალა, რონალდო

საინტერესო ფაქტები

► იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 საგარეო მატჩი მოიგო.

► იუვენტუსის სტატისტიკა ინგლისში: 4 მოგება, 6 ფრე, 12 წაგება.

► იუვენტუსის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ლიგაზე 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

► ამ სეზონში იუნაიტედის 12 მატჩიდან 8-ში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები