Thumbnail

ბასილაშვილი ვენის ტურნირს დაემშვიდობა - ანდერსონი მომდევნო ეტაპზეა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 6:7, 3:6 კევინ ანდერსონი
  • ბასილაშვილი ვენის ტურნირს პირველი ბრძოლიდან გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე კევინ ანდერსონს დაუპირისპირდა და ტურნირის პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშა. სამხრეთ აფრიკელმა სამ სეტში, 4:6, 7:6, 6:3 იმარჯვა.

ბასილაშვილმა პირველი სეტის მოგება მოახერხა, მაგრამ მეორე სეტი ტაიბრეიკზე წააგო. 7:6-ზე ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება დათმო და სამხრეთ აფრიკელმა გაათანაბრა. ანდერსონმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მესამე სეტშიც იოლად გაიმარჯვა.

კევინის მომდევნო მეტოქე მერვედფინალში მილოშ რაონიჩსა და იურგენ მელცერს შორის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები