Thumbnail
  • დავით ხუციშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა
  • დავით მარსაგიშვილმა ირანელ ალირეზეას ვერ აჯობა
  • მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს ორი მედლის მოპოვების შანსი გვაქვს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ სრულდება. დღეს ორი ქართველი იბრძოდა მედლებისთვის. 79 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დავით ხუციშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა. ქართველი მოჭიდავე პირველივე პერიოდში 10:0 დამარცხდა.

ახმედ გაჯიმაგომედოვს ხუციშვილის დასამარცხებლად 2 წუთიც არ დასჭირდა.

დავით მარსაგიშვილი (92 კგ) ირანელ ალირეზა კარიმიმაჩიანს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დაუპირისპირდა. ქართველმა მოჭიდავემ პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში 12 ქულა გაუშვა და უმედლოდ დარჩა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები