Thumbnail

ქართველი მკლავჭიდელების ტრიუმფი - 77 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 77 მედალი: 39 ოქრო, 18 ვერცხლი, 20 ბრინჯაო
  • ქართველი მკლავჭიდელების დომინირება მსოფლიო ჩემპიონატზე

13-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს როგორც ეროვნულმა, ისე 21-წლამდელთა და 18-წლამდელთა ნაკრებებმა. ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო პარა-მკლავჭიდელთა ნაკრებმა.

მთლიანობაში, ქართულმა დელეგაციამ 77 მედალი მოიპოვა, აქედან 39 ოქრო, 18 ვერცხლი და 20 ბრინჯაო. პარა-მკლავჭიდელების აქტივში 42 მედალია: 25 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. 18-21 წლამდელებმა ჯამში 24 მედალი აიღეს: 8 ოქრო, 7 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. ძირითადმა ნაკრებმა ჯამში 11 მედალი მოიპოვა: 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები