Thumbnail
  • ლუის ჰემილტონმა მსოფლიოს ჩემპიონობა ვერ გაინაღდა
  • აშშ-ის გრანპრი კიმი რაიკონენმა მოიგო
  • მაქს ფერსტაპენის სენსაციური რბოლა
  • რა სჭირდება ჰემილტონს მექსიკაში?

მერსედესში შამპანური უკვე დიდი ხნის ჩაციებულია, მაგრამ ბოთლებს კიდევ მინიმუმ ერთი კვირა ვერ გახსნიან!

ამერიკის გრან პრი კიმი რაიკონენმა მოიგო - 39 წლის ფინელმა 113-რბოლიანი პაუზის შემდეგ შეძლო პირველი ადგილის დაკავება! ოსტინში ლუის ჰემილტონმა მესამე ადგილი დაიკავა, სებასტიან ფეტელმა კი - მეოთხე.

კიმი რაიკონენმა ლუის ჰემილტონის ჩემპიონობა მინიმუმ 1 კვირით გადადო

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჰემილტონის ჩემპიონობა გადაიდო. მერსედესის ინგლისელი პილოტი ტრიუმფს მინიმუმ ერთ კვირაში, მექსიკის გრანპრიზე გაინაღდებს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ასეც იქნება, რადგან ჰემილტონს მექსიკაში მეშვიდე ადგილიც კი ეყოფა იმისათის, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმოს - მნიშვნელობა არა აქვს, რას იზამს ფეტელი.

ამერიკაში კი მართლაც დაძაბული რბოლა ვიხილეთ - განსაკუთრებით ბოლო წუთებში. მეორე ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა - მიუხედავად იმისა, რომ სტარტი მე-18 პოზიციიდან (!) აიღო.

► დიდი ამბები იყო სტარტზეც: რაიკონენმა მეორე ადგილიდან დასტარტა და ჰემილტონს პირველივე მოსახვევში გაასწრო!

ასე გაასწრო კიმიმ ჰემილტონს

სებასტიან ფეტელს კი კვლავ ცუდი ამბები გადახდა. ფერარის გერმანელმა ვარსკვლავმა სასტარტო ჯარიმის გამო რბოლა მე-5 პოზიციიდან დაიწყო და პირველივე წრეზე გადაასწრო დანიელ რიკარდოს (რედ ბული), თუმცა შეცდომა დაუშვა და ავსტრალიელმა პოზიცია დაიბრუნა. მე-13 მოსახვევში ფეტელმა მას კიდევ შეუტია და მარცხენა საბურავით რიკარდოს მარჯვენას შეეხო. შედეგი: ფეტელი დატრიალდა და მე-15 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

რაც შეეხება ჰემილტონს: ინგლისელი მე-40 წრიდან უტევდა ფერსტაპენს. რბოლის დასრულებამდე ორი წრით ადრე, ჰემილტონმა გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო, მაგრამ ჰოლანდიელმა ზეწოლას გაუძლო და პოზიცია შეინარჩუნა.

“ტიტულებს ვერ იგებს ის, ვინც სულელურ შეცდომებს უშვებს. მაქსს ბევრი ადგილი დავუტოვე და ზედმეტად არ გავრისკე. ტიტულისთვის რომ არ ვიბრძოდეთ, უფრო აგრესიული ვიქნებოდი,” - განაცხადა ჰემილტონმა რბოლის შემდეგ. ინგლისელი ტიტულს, უდიდესი ალბათობით, 1 კვირაში გაიფორმებს.

საერთო ჩათვლა - TOP 5

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 346

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 276

3. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 221

4. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 217

5. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 191

კონსტრუქტორთა თასი - TOP 5

1. მერსედესი - 563

2. ფერარი - 497

3. რედ ბული - 338

4. რენო - 106

5. ჰაასი - 84

View this post on Instagram

Win and souvenirs for the family!

A post shared by Kimi Räikkönen (@kimimatiasraikkonen) on

 

კომენტარები

ბოლო ამბები