Thumbnail

ჩაკვეტაძის პირველი - გიორგიმ გენტში სეზონში გოლების ანგარიში გახსნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოოსტენდე 0:4 გენტი
  • გიორგი ჩაკვეტაძის პირველი გოლი სეზონში

ბელგიის ჟუპილერლიგის მე-11 ტურში ქართველთა გენტმა სტუმრად 4:0 გაანადგურა ოოსტენდე. გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია და მკურნალობს, გიორგი ბერიძე უნგრულ უიპეშტშია განათხოვრებული (სადაც ამ უქმეებზე დუბლი შეასრულა). ასე რომ, გენტის რიგებში მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა.

მან 90 წუთი გაატარა მოედანზე და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 19 წლის შემტევმა 59-ე წუთზე ოოსტენდე კონტრშეტევაზე დაიჭირა და 3:0 გახადა ანგარიში, 86-ე წუთზე კი მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ლიმბომბემ იყოჩაღა. გენტი 17 ქულით მე-6 ადგილზეა.

გიორგი ბრწყინვალედ თამაშობს ეროვნულ ნაკრებში მან ერთა ლიგაზე 2 გოლიც გაიტანა. აი, გენტის რიგებში კი ეს ამ სეზონში მისი პირველი გოლი იყო. ჟუპილერლიგაში ჩაკვეტაძემ კარიერაში მეორე გოლი გაიტანა, პირველი გასულ სეზონში ლოკერენის კარში შეაგდო (2018 წლის იანვარში). 

კომენტარები

ბოლო ამბები