Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ავთანდილ კენჭაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ავთანდილ კენჭაძე ფინალში რუს ზაურბეკ სიდაკოვს დაუპირისპირდა
  • ფინალური ორთაბრძოლა დაძაბული და თანაბარი გამოდგა

ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. პირველ დღეს ერთბაშად ორმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება: ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.). 

74 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ავთანდილ კენჭაძე ზაურბეკ სიდაკოვს დაუპირისპირდა. ორივე ფალავანმა ურთულესი ბადე გაიარა, ფინალი კი ძალიან დაძაბულ და თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. კენჭაძემ მალევე მოიპოვა ერთი ქულა, რასაც მეორე მიაყოლა და 2-ქულიანი ფორით დაწინაურდა. თუმცა, პირველივე პერიოდში სიდაკოვმა ერთბაშად ორი ქულა მოიპოვა და წინ გავიდა.

დარჩენილ დროში, ქართველ მოჭიდავეს მართებდა მეტი აქტიურობა და ასეც მოხდა: ავთანდილ კენჭაძე მუდმივად უტევდა და ბოლო წამამდე ცდილობდა გამარჯვების ქულის მოპოვებას, თუნცა რუსმა გაუძლო და ოქროს მედალი მოიპოვა, ქართველი კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. ავთანდილ კენჭაძემ პირველი მედალი მოუტანა ქართულ გუნდს. 

ავთანდილ კენჭაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ავთანდილ კენჭაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

Posted by Silk Sport on კვირა, 21 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები