Thumbnail
  • დუდა სანაძის დებიუტი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში
  • ქართველმა კალათბურთელმა 17 წუთში 7 ქულა ჩააგდო

ბექა ბურჯანაძისა და დუდა სანაძის გიპუსკოამ ACB ლიგაში მეხუთე მატჩი წააგო. ქართველების კლუბი ხუვენტუდ ბადალონას ესტუმრა და 88:64 დამარცხდა.

ქართველთა მხრიდან მხოლოდ დუდა სანაძემ ითამაშა. მან პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულას, ერთ მოხსნასა და ერთ ჩაჭრას მოუყარა თავი. სანაძემ 5-დან 3 ორქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა.

გიპუსკოა ბოლო ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას გრან კანარიასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები