Thumbnail

აგენტის თქმით უსაინ ბოლტს კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა მწვრთნელი ამას უარყოფს...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • აგენტის თქმით ბოლტს პროფესიული კონტრაქტი შესთავაზეს
  • თუმცა მთავარი მწვრთნელი ამ ინფორმაციას უარჰყოფს...

უსაინ ბოლტის აგენტი - რიკი სიმსი აცხადებს, რომ 8 გზის ოლიმპიური ოქროს მფლობელ მძლეოსანს ავსტრალიის ჩემპიონატის გუნდმა - ცენტრალ კოუსტ მარინერსმა პროფესიული კონტრაქტი შესთავაზა. მოგეხსენებათ ბოლტი ოქტომბრის ბოლომდე კლუბში საცდელი ვადით ჰყავთ.

"მედია ამბებს, რომ ვუპასუხო - კი, უსაინს კონტრაქტი შესთავაზეს, ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით" ამბობს სიმსი. თუმცა უცნაურია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ ინფორმაციას უარჰყოფს, მეტიც ის ამბობს, რომ ბოლტს მის წინა ხაზში ვერ ხედავს.

"ჩვენი წინა ხაზი ხომ ნახეთ დღეს?" ამბობს მაიკ მალვი. "ვისი ადგილი უნდა დაიკავოს ბოლტმა ვერ ვხვდები. კონტრაქტზეც არაფერი მსმენია. კი, პატივს ვცემ ყველა მოქალაქეს, ვინც ამ ამბით არის დაინტერესებული, თუმცა რეალურად მსგავსი არაფერი არ ხდება."

ბოლტი ავსტრალიურ კლუბში აგვისტოდან თამაშობს (თუმცა მას ცენტრალ კოუსტ მერინერსთან პროფესიული კონტრაქტი არ აკავშირებს) და 10 დღის წინ ამხანაგურ მატჩში დუბლის გატანაც მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები