Thumbnail
  • ჯენოასთან ფრის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი გაბრაზებულია
  • მწვრთნელის თქმით, რონალდოს გოლის შემდეგ გუნდს ჩაეძინა

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანო რონალდო ევროპის ტოპ 5 ლიგებში თავისი მე-400 გოლი გაიტანა, იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე ჯენოას მაინც ვერ მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურინული გრანდის მოგებათა სერია იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში შეწყდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ამ მატჩამდე სერია A-ში რვავე თამაში მოგებული ჰქონდა, ჯენოასთან კი 1:1 ითამაშა. შესაბამისად, რეკორდი, რომელიც რომას ეკუთვნის (10 მოგება 5 წლის წინ), არ დაემხობა.

“იუვემ დაამუხრუჭა, რონალდომ კი - არა! ტურინელებმა დაამტკიცეს, რომ ისინიც ადამიანები არიან. ისინი ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ და ამისათვის დაისაჯნენ,” - წერდა მატჩის შემდეგ “გაძეტა დელო სპორტი”.

“ხანდახან იუვენტუსსაც ემართება ასეთები. მხოლოდ რონალდოს კარგი თამაში და გოლი საკმარისი არ იყო - “ბებერი ქალბატონის” ტრიუმფალური სერია შეწყდა,” - ვკითხულობთ “ტუტოსპორტში”.

400 გოლი დიდ ლიგებში კრიშტიანომ მანჩესტერ იუნაიტედის, რელისა და იუვეს ფორმებით გაიტანა, ამას ემატება 3 გოლი ლისაბონის სპორტინგში. “რონალდომ პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშა, მეორე ნახევარში კი ჩრდილში მოექცა,” - წერს “გაძეტა დელო სპორტი”.

მართალია, იუვეს 25 ქულა აქვს და ნაპოლის (უდინეზე 3:0 დაამარცხა) ჯერ კიდევ 4 ქულით უსწრებს, მაგრამ ტურინელთა დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი მატჩის შემდეგ მაინც გაბრაზებული იყო: “რონალდოს გოლის შემდეგ უბრალოდ ჩაგვეძინა!” - თქვა მან.

პაულო დიბალამ იუვენტუსს ვერ უშველა
ფოტოები: იუვენტუსი

ახლა, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედთან დიდი დუელისთვის (სამშაბათს, “ოლდ ტრაფორდზე”) ემზადება, იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში კი ემპოლის ესტუმრება. კრიშტიანოს 9 ტურის შემდეგ 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები