Thumbnail

ოფიციალურად: მესი 3 კვირას გამოტოვებს - კლასიკო გამოირიცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბარსელონა მესის ტრავმაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
  • მესი ბარსელონას მხოლოდ 24 ნოემბერს დაუბრუნდება ატლეტიკოსთან მატჩში

ლა ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც ბარსელონამ სევილიას 4:2 მოუგო, ლიონელ მესი უხერხულად დაეცა და ხელი დაიშავა. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. პირველადი დათვალიერების შემდეგ ითქვა, რომ ლეო დაახლოებით 7-10 დღეს გამოტოვებდა, თუმცა მოგვიანებით ბარსელონამ ოფიციალური განმარტება გააკეთა - სამწუხაროდ, არგენტინელს უფრო მეტ ხანს მოუწევს უქმობა.

"ტესტირებამ გამოავლინა მესის ხელზე რადიალური ძვლის მოტეხილობა. ის დაახლოებით 3 კვირას ვერ ითამაშებს", - წერია ბარსელონას ოფიციალურ განცხადებაში.

გამოდის, რომ მესიმ შესაძლოა, 6 მომდევნო მატჩი გამოტოვოს - 24 ოქტომბერს ინტერთან, 28 ოქტომბერს რეალთან, 31 ოქტომბერს კულტურალ ლეონესასთან, 3 ნოემბერს რაიო ვალეკანოსთან, 6 ნოემბერს ინტერთან და 11 ნოემბერს ბეტისთან. ამის შემდეგ იქნება სანაკრებო პაუზა. მესის დაბრუნებას კი 24 ნოემბრისთვის ელიან, როცა ბარსელონა ატლეტიკოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები