Thumbnail
  • ბარსელონა 4:2 სევილია
  • ვილიარეალი 1:1 ატლეტიკო

ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში ბარსელონამ 4:2 დაამარცხა ამ ტურამდე გათამაშების ლიდერი სევილია და პრიმერაში 18 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.

ის, რომ მატჩი ღია და მრავალგოლიანი იქნებოდა, ბევრი ფიქრობდა, რადგან ბარსელონაც და სევილიაც შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, თანაც კატალონიელენს ბოლო დროს დაცვაში პრობლემები აქვს. ასეც მოხდა - "კამპ ნოუმ" 6 გოლი იხილა. 

ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ხელი დაიზიანა და ბოლო ინფორმაციით, 3 კვირა უქმობა მოუწევს ლიონელ მესის. მან პირველ ტაიმში სულ 17 წუთის თამაში მოასწრო, მაგრამ გოლი და საგოლე პასი მაინც მიითვალა. 

ბარსელონა 4:2 სევილია 

გოლები: 1:0 კოუტინიო (2), 2:0 მესი (12), 3:0 ლ. სუარესი (63-პენ), 3:1 სარაბია (79), 4:1 რაკიტიჩი (88), 4:2 მურიელი (91)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტური (67. სერხი რობერტო), ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი (26. უ. დემბელე), ლ. სუარესი (81. ელ ჰადადი), კოუტინიო

სევილია (3-4-1-2): ვაცლიკი - კიაერი (54. მერკადო), კარისო, გომესი - ხესუს ნავასი, ბანეგა, ფ. ვასკესი (69. მესა), არანა - ანდრე სილვა (78. მურიელი), ბენ იედერი

სხვა მატჩები

ვალენსია 1:1 ლეგანესი

გოლები: 0:1 გუმბაუ (63-პენ), 1:1 გაია (85)

ვილიარეალი 1:1 ატლეტიკო

გოლები: 0:1 ფილიპე ლუიში (51), 1:1 მარიო გასპარი (65)

ვილიარეალი 1:1 ატლეტიკო - გუნდებმა ელ კერამიკაზე თითო ქულა აიღეს

ვილიარეალი 1:1 ატლეტიკო - გუნდებმა ელ კერამიკაზე თითო ქულა აიღეს

Posted by Silk Sport on შაბათი, 20 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები