Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | გენო პეტრიაშვილი და ავთანდილ კენჭაძე ფინალში გავიდნენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს შანსი ბუდაპეშტიდან
  • ფინალური ბლოკი 21 ოქტომბერს 21 საათიდან

ბუდაპეშტში დასრულდა ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან ოთხმა ქართველმა დაიწყო ასპარეზობა - ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74), სანდრო ამინაშვილი (86) და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125). ამ კვარტეტიდან სამმა, ამინაშვილის გარდა, ნახევარფინალს უწია.

61 კილოში ბექა ლომთაძე ნახევარფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან 0:10 დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე ან მონღოლი ტუმენბილეგი იქნება ან ინდოელი გონგანე. 

74 კილოში ავთანდილ კენჭაძემ თურქი დემირტას სონერი დაამარცხა და ხვალ ფინალში რუსი ზაურბეკ სიდაკოვი ელის. 

ავთანდილ კენჭაძემ თურქ მოჭიდავესთან სუფთა გამარჯვება იზეიმა

ავთანდილ კენჭაძემ თურქ მოჭიდავესთან სუფთა გამარჯვება იზეიმა

Posted by Silk Sport on შაბათი, 20 ოქტომბერი, 2018

125 კილოში გენო პეტრიაშვილის მეტოქე ირანელი ფარვიზ ჰადიბასმანჯი იყო. ქართველმა მოჭიდავემ 13:6 იმარჯვა და ხვალ ტიტულს ჩინელი ჟივეი დენგის წინააღმდეგ დაიცავს. ამ დაპირისპირებაში ქართველი ფალავანი აშკარა ფავორიტია. 

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია!

გენო პეტრიაშვილმა ირანელ მეტოქეს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

Posted by Silk Sport on შაბათი, 20 ოქტომბერი, 2018

ფინალური ბლოკი ბუდაპეშტში 21 ოქტომბერს გაიმართება და 21 საათიდან დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები