Thumbnail

მოურინიო სარის ასისტენტს საცემად გაეკიდა - რა მოხდა სტემფორდ ბრიჯზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინციდენტი მას მერე დაიწყო, რაც ბარკლიმ ანგარიში გაათანაბრა
  • ჟოზე მოურინიო მაურიციო სარის ასისტენტის მოქცევამ გააგიჟა

ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის 96-ე წუთზე როს ბარკლიმ გაათანაბრა და ჟოზე მოურინიოს ლონდონში გამარჯვება არ დაანება - 2:2. გოლის ეპიზოდიდან წამებში ტელეეკრანებზე გამოჩნდა, თუ როგორ მისდევდა გაავებული პორტუგალიელი გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში და როგორ აკავებდნენ მას სტიუარდები.

შედეგიანი ფრე ლონდონში - ჩელსიმ და იუნაიტედმა 4-ჯერ გაიტანეს და იჩხუბეს

აღმოჩნდა, რომ ბარკლის გოლის მეტისმეტი აღნიშვნა ლურჯების სამწვრთნელო შტაბის წევრმა მარკო იანიმ გამოხატა, რითაც ჟოზე მოურინიო მწყობრიდან გამოიყვანა.

გაავებული მოურინიოს შეკავება გაუჭირდათ

იანიმ მეტისმეტად გამოხატა ბარკლის გოლი და თან ეს ყველაფერი მოურინიოს ცხვირწინ გააკეთა. ჩოჩქოლში მონაწილეობა 20-მდე ადამიანმა მიიღო, მათ შორის ორივე გუნდის ფეხბურთელებმაც, რომელთაც მოედანი დატოვეს და ინციდენტში ჩაერთნენ. 

მარკო იანი ნაპოლიშიც მაურიციო სარის თანაშემწე იყო და სარიმ ის ლონდონშიც წაიყვანა. ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ სარის წყალობით, ინციდენტი აღმოიფხვრა:

"არაფერზე არ ვარ გაღიზიანებული. ეს ყველაფერი სარის ასისტენტმა წამოიწყო და მაურიციო პირველი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა. სარის ოთახში მისი ასისტენტი ჩვენთან მოვიდა და მომიბოდიშა, მე მას ვუთხარი, რომ თუ რეალურად წუხს მომხდარის გამო, ვიღებდი მის ბოდიშს და ყველაფერი დავიწყებულია".  

ინციდენტში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ფეხბურთელებიც

 

კომენტარები

ბოლო ამბები