Thumbnail
  • ბექა ლომთაძე, ავთანდილ კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ
  • სანდრო ამინაშვილს მერვედფინალში არ გაუმართლდა
  • ნახევარფინალები 18:45-დან დაიწყება

ბუდაპეშტში დაიწყო მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ტურნირი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს, რომელთაც საჭიდაო ხალიჩა 20-23 ოქტომბერს დაეთმობათ, შეჯიბრება ქალთა ჭიდაობით გაგრძელდება და 25-28 ოქტომბერს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან. 

პირველ დღეს ოთხი ქართველი მოჭიდავე ჩაება ბრძოლებში: ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74), სანდრო ამინაშვილი (86) და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125). წინასწარი შეხვედრების შემდეგ სამი მათგანი ნახევარფინალშია და სულ მცირე, ბრინჯაოსთვის ბრძოლა გარანტირებული აქვს. აღსანიშნავია, რომ ფინალური ბლოკი ხვალ 21 საათიდან გაიმართება. 

სამი ნახევარფინალში

ბექა ლომთაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში 6:0 მოუგო ადამა დიატას და ვინაიდან ის მეორე წრიდან ჩაერთო საქმეში, მეოთხედფინალში გავიდა. ქართველთაგან ნახევარფინალში პირველი სწორედ ბექა გავიდა, რომელმაც იაპონელი კაინაგი 11:0 გაანადგურა. ლომთაძის მეტოქე ფინალში რუსი გაჯიმურად რაშიდოვია. 

ბექა ლომთაძის (61 კგ) გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში იაპონელ კოიანაგისთან.

ბექა ლომთაძის (61 კგ) გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში იაპონელ კოიანაგისთან. Live! https://unitedworldwrestling.org/event/world-championships-33 შეხვედრების ონლაინ განრიგი https://bit.ly/2CUU6vR

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 20 ოქტომბერი, 2018

ავთანდილ კენჭაძემ დაძაბულ ბრძოლაში უზბეკი ბეკზოდ აბდურახმანოვი დაამარცხა. არადა, ქართველი პირველი პერიოდის მერე 0:8-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის შემოტრიალება შეძლო. კენჭაძეს მეორე შეხვედრაში არ გასჭირვებია - სუფთად, 12:2 დაამარცხა პოლონელი სოკალსკი და მეოთხედფინალში გავიდა. კენჭაძემ აზერბაიჯანელი აბუბაკაროვიც დაამარცხა - 5:2 და ნახევარფინალშია. კენჭაძის მეტოქე ნახევარფინალში თურქი დემირტას სონერია. 

ავთო კენჭაძის გამარჯვება მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკაროვთან

ავთო კენჭაძის გამარჯვება მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკაროვთან 74 კგ

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 20 ოქტომბერი, 2018

სანდრო ამინაშვილმა პირველ ბრძოლაში 6:2 მოუგო კოლუმბიელ კარლოს მენდესს და 1/8 ფინალში გავიდა. სამწუხაროდ, ქართველი ფალავანი აქ პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკისთან დამარცხდა. 

გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში მასპინძელი დანიელ ლიგეტი აშკარა უპირატესობით დაამარცხა 11:1. მსოფლიოს ჩემპიონმა მეოთხედფინალში რუს ანზორ ხიზრიევს 8:5 მოუგო. ჩეჩენი მოჭიდავის დამარცხების შემდეგ გენოს მეტოქე ირანელი ფავრიზ ჰადი იქნება, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონი ტაჰა აკგული ჩამოიტოვა გზიდან. 

გენო პეტრიაშვილის (125 კგ) გამარჯვება რუს ანზორ ხიზრიევთან

გენო პეტრიაშვილის (125 კგ) გამარჯვება რუს ანზორ ხიზრიევთან მეოთხედფინალში

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 20 ოქტომბერი, 2018

ნახევარფინალური ბლოკი 18:45-დან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს: ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები