Thumbnail

ალავესი ლა ლიგაში გალიდერდა, აბელარდოს გუნდმა სელტას მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სელტა 0:1 ალავესი
  • ალავესმა ბალაიდოსზე პირველად მოიგო

ლა ლიგის მე-9 ტური ‘ბალაიდოსზე’ გაიხსნა. ვიგოს სელტამ ალავესს უმასპინძლა და 1:0 დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, აბელარდოს გუნდმა 58-ე წუთზე გაიტანა. ვიქტორ ლაგუარდიამ ალონსოს აჯობა და საჯარიმოში ჩააბრუნა ბურთი, რის შემდეგაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ტომას პინამ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და ალავესს მოაგებინა.

ალავესს 17 ქულა აქვს და ჯერჯერობით ლა ლიგის ლიდერია.

ალავესმა ბალაიდოსზე ლა ლიგაში პირველი შეხვედრა მოიგო. აქამდე გამართული 10 მატჩიდან, სელტას შვიდჯერ ჰქონდა მოგებული, სამი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

მატჩის მიმოხილვა 📺

სელტა 0:1 ალავესი | აბელარდოს გუნდი ლა ლიგაში ლიდერია

სელტა 0:1 ალავესი | აბელარდოს გუნდი ლა ლიგაში ლიდერია

Posted by Silk Sport on პარასკევი, 19 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები