Thumbnail

7 წლის ოლივერის ოცნება და მადლობის წერილი პოჩეტინოს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოტენჰემის პატარა გულშემატკივარი, რომელსაც ოცნება აუხდა
  • ოლივერმა მაურისიო პოჩეტინოს მადლობის წერილი გადასცა

ფეხბურთი უამრავი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. 7-წლის ოლივერი ტოტენჰემის ერთგული ქომაგია და ლონდონური კლუბი ძალიან უყვარს.

პატარა გულშემატკივარს რამდენიმე თვის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. სიდჰემის ქორეა - სერიოზულად აზიანებს ტვინს.

ოლივერის მამამ შვილის საყვარელ ფეხბურთელს, ტოტენჰემის არგენტინელ მეკარეს, პაულო დინო გასანიგას შეატყობინა, რომ ოლივერი ცუდად იყო. არგენტინელმა თანაგუნდელთა ხელმოწერები შეაგროვა და ოლივერს გამოჯანმრთელება უსურვა.

პატარა გულშემატკივარი ახლა თავს კარგად გრძნობს. ტოტენჰემმა ის გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს შეახვედრა. ლონდონელები წინა სეზონის ბოლო მატჩს ლესტერთან, უემბლიზე მართავდნენ, როდესაც ოლივერი პოჩეტინოს შეხვდა და უთხრა: 'შეიძლება ოცნება ავიხდინო, გასახდელი და სტადიონზე გასავლელი გვირაბი ვნახო?'

პოჩეტინომ მას ოცნება აუსრულა. ამ სეზონის პირველი მატჩის დროს ოლივერმა მას მადლობის წერილი გადასცა.

კომენტარები

ბოლო ამბები