Thumbnail

აინტრახტმა დიუსელდორფი გაანადგურა, იოვიჩმა ხუთი გოლი გაიტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფრანქფურტის აინტრახტმა დიუსელდორფს 7:1 მოუგო
  • ლუკა იოვიჩის ბენეფისი 'კომერცბანკ-არენაზე'

გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის ფრანქფურტის აინტრახტისა და დიუსელდორფის ფორტუნას მატჩით გაიხსნა. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს 7 გოლი გაუტანეს. აინტრახტმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. 20 წლის ლუკა იოვიჩმა დუბლი შეასრულა.

მასპინძლები მეორე ტაიმში არ მოდუნდნენ და კიდევ ოთხი გოლი გაიტანეს. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ლუკიბაკიოს ანგარიშზეა.

აინტრახტის მხრიდან ორჯერ სებასტიან ალერმა გამოიჩინა თავი. მან მე-20 წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. ალერს ამ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება იოვიჩისთვის რომ დაეთმო, სერბი გერმანელი დიტერ მიულერის რეკორდს გაიმეორებდა.

დიტერ მიულერმა 1977 წელს ერთ თამაშში 6 გოლის გატანა მოახერხა. კიოლნმა ვერდერი 7:2 გაანდგურა. შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ ცვლილებაზე შემოსვლიდან 9 წუთში შეძლო 5 გოლის გატანა.

ლუკა იოვიჩი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგის მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. მან ბომბარდირთა დავაში პაკო ალკასერს გადაასწრო და შვიდი გოლით პირველ ადგილზეა.

ლუკა იოვიჩი: რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდმა საოცრად ითამაშა. გულშემატკივრები ჩემს სახელს ყვიროდნენ. მადლობა, ასეთი მხარდაჭერისთვის. მეორე გოლი ფანტასტიკური იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები