Thumbnail
  • მეგა ბიმაქსი 81:77 ოლიმპია
  • გოგა ბითაძემ 27 წუთში 17 ქულა ჩააგდო

ადრიატიკის ლიგის (ABA) მე-4 ტურში გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა ოვერტაიმში დაამარცხა ლუბლიანის ოლიმპია 81:77 და 4-დან 4 გამარჯვებით ლიდერობს გათამაშებას.

ქართველმა ცენტრმა 27:12 წუთში 17 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე არის 4 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა. გოგამ ბოლომდე ვერ გაძლო, რადგან ოვერტაიმში მეხუთე პერსონალური ფოლი მიიღო. გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი - 12 - მეორე იყო გუნდში.

კომენტარები

ბოლო ამბები