Thumbnail

ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია! 37 წამში მოგებული ფინალი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პირველი ოქრო ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატიდან
  • ლაშა ბექაურმა ორი იაპონელი ძიუდოისტი დაამარცხა

ლაშა ბექაურმა ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ოთხი ბრძოლა მოიგო და ფინალშიც ბრწყინვალედ იჭიდავა.

ქართველმა პირველ წრეში კანადელ ბენჟამინ კენდრიკს ვაზარით აჯობა. ბექაურმა მეორე დაპირისპირება ლატვიელ ემილს გერკენსს 30 წამში იპონით მოუგო, რის შემდეგაც მეოთხედფინალში იაპონელ კოსუკე მაშიამას გაფრთხილებების ხარჯზე სძლია, ბრძოლა 5 წუთსა და 16 წამს გაგრძელდა.

ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში სერბი დარკო ბრასნიოვიჩი წუთსა და 18 წამში იპონით დაამარცხა და ფინალში კიდევ ერთ იაპონელს სანშირო მურაოს იპონით, 37 წამში მოუგო.

ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ მოიგო, რომელმაც გადამწყვეტ შეხვერდამდე ტატო გრიგალაშვილს აჯობა, ხოლო ბოლო ბრძოლა ტაჯიკ მადჟიდოვს წუთსა და 38 წამში მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები